გალერეა 2022

ფესტივალის გუნდის სახელით, მინდა ყველა მონაწილეს უღრმესი მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის ყოველი ფესტივალი გამორჩეულია. ამის მიზეზი კი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების და ახალგაზრდა თაობის გამორჩეულობაა. წლევანდელი ფესტივალის პედაგოგები ერთსულოვნად აღნიშნავენ ამ ახალგაზრდების ნიჭს, განსაკუთრებულ დამოკიდებულობას თავიანთი კუთხის და ბუნების მიმართ, მიზანდასახულობასა და შინაგან სიმტკიცეს. ქვეყანამ, რომელსაც ასეთი თაობა ეზრდება, შეუძლია იამაყოს თავისი მომავლით!

ჩვენი ფესტივალის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ფესტივალის მთელი გუნდი უსასყიდლოდ მუშაობს ფესტივალის მსვლელობის დროს. მადლობა ყველა ამ ადამიანს!

#1 – ფოტოკურსი

აგრეთვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც შემოწირულობებით შესაძლებელი გახადეს ფესტივალის ჩატარება!

მადლობა ჩვენს წლევანდელ პარტნიორებს ბარისახოში: ბარისახოს სკოლასა და იმ კერძო პირებს, რომლებმაც აქტიურად შეუწყვეს ხელი ჩვენს წლევანდელ ფესტივალს!

#2 – მინი სპექტაკლი

#3 –სამსახიობო ხელოვნება და ბგერის პერფორმანსი

Art-Camp 2021

CORONA-BREAK

Art-Camp 2020

CORONA-BREAK

გალერეა 2019

მესამე საერთაშორისო “ხელოვნების ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიების პირველი ნაწილი წარმატებით გაიმართა გუშინ, 26 აგვისტოს, ვერხვების ლტოლვილთა დასახლებაში, რომელშიც ყველა რეგისტრირებულმა ბავშმა და მოზარდ ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
მაყურებელს ოთხივე ვორქშოფის ჯგუფმა წარუდგინა მომზადებული ნომრები, რის შემდეგაც ყველა მონაწილეს საპატიო დიპლომები გადაეცა.
ფესტივალს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა, თუმცა ბავშვების მხრიდან კრიტიკაც იყო გამოთქმული – “ცუდია, რომ ფესტივალი ასე ჩქარა დასრულდა!გვინდა, რომ სულ გაგრძელდეს!“

ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა!

მედია

#1 – სამსახიობო ხელოვნება

#3 –საუნდ ფეინთინგი

#2 – ბგერის
პერფორმანსი

დასრულება

29 აგვისტოს ჩვენი საქველმოქმედო პროექტი მონაწილეების უფლისციხის მუზეუმის და თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სტუმრობით დასრულდა. წარმატებული პროექტის პოზიტიურ ემოციებს, დასრულების სევდაც გაერია…
2019 წლის “ხელოვნების ბანაკის“ წარმატება მინდა ყველა მონაწილეს მიულოცო. თანამშრომლობისთვის მადლობა ყველას, ვინც ჩვენ ფესტივალის ჩატარებას ხელი შეუწყო!!!

გალერეა 2018

ხელოვნების ბანაკი ჭიათურაში  26 გვისტოს მონაწილეების დიპლომებით დაჯილდოებით დასრულდა.

2018 წლის ფესტივალი განსხვავდებოდა 2017 წლის დუშეთში ჩატარებული ფესტივალისგან. ცენტრ ჯეჯილთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, პირდაპირ შევხებოდით იმ ბავშვების სამყაროს, რომლებსაც წილად ხვდათ დაობლება ან სოციალურად დაუცველ გარემოში ცხოვრება. მათი სამყაროს უკეთესად გამოჩენის მიზნით, დასკვნითი ჩვენება შინაარსობრივად მთლიანად აგებული იყო მონაწილეების მიერ შემოთავაზებულ თემებზე. მონაწილეებს ევალებოდათ იმ თემების გაჟღერება, რომლებიც მათთვის დღეისათვის აქტუალურია. ემოციების დამალვა ძალიან რთული იყო, როდესაც დასკვნითი ჩვენების დროს ორი მთავარი თემა გამოიკვეთა:

ქალაქ ჭიათურის პრობლემები და ბავშვების ძალიან დიდი სიყვარული მშობლიური ქალაქის მიმართ.

ფესტივალის გუნდისთვის ჭიათურაში გატარებული დღეები დაუვიწყარია! 

მედიაპარტნიორი იმერვიზია

#1 – სამსახიობო ხელოვნება

#3 – საუნდფეინტინგი

ექსკურსია თბილისში
ოპერა

#2 – ფოტოგრაფია

შემაჯამებელი ივენთი

ფესტივალის დასრულების შემდეგ, მონაწილეები დაჯილდოვდნენ ექსკურსიით  თბილისში. მათ მიეცათ  საშუალება გაცნობოდნენ  თბილისის  ოპერისა და  ბალეტის თეატრის ისტორიას და მუზეუმს.  აგრეთვე ეწვივნენ მოზარდი ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს. ეს ექსკურსია შესაძლებელი გახდა 2018 წელს გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში კომუნალურ კინოში ჩატარებულ კონცერტზე შემოსული შემოწირული თანხის საფუძველზე.

გალერეა 2017

ხელოვნების ბანაკი 3 სექტემბერს მონაწილეების დიპლომებით საზეიმო გაჯილდოვებით დასრულდა.

დასკვნით ივენთში ყველა 56 მონაწილემ ვორქშოპებში შემუშავებული პროგრამები წარუდგინა მაყურებელს.

#1 – მოძრაობა

#3 – პაპმაშე

#2 – რითმიკა

#4 – ფოტოგრაფია

ფილმი

აქ შეგიძლიათ ნახოთ ია ტიგინაშვილის ფილმი, რომელიც საპატრიარქოს ტელევიზია
„ერთსულოვნებაზე”  იყო გაშუქებული, გადაცემა კვირიაკეში.