Art-Camp 2022

ხელოვნების ბანაკი
ბარისახოში

2022 წლის 11-14 აგვისტოს ხევსურეთში სოფელ ბარისახოში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო ხელოვნების ბანაკი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა და მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში ფოტოხელოვნების, ბგერის პერფორმანსისა და  სამსახიობო ხელოვნების სფეროებში. ფესტივალი 14 აგვისტოს დასკვითი ღონისძიებით წარმატებით დასრულდა. მონაწილეებმა დამსწრებ საზოგადოებას თავისი ნამუშევრებიწარუდგინეს. ყველა მონაწილეს კი საზეიმო ატმოსფეროში ფესტივალის დიპლომები გადაეცა.

ფესტივალში მონაწილეობა ყველასთვის უფასო იყო, ხოლო ყველა ხარჯი ორგანიზატორებმა თავად გაიღეს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან გერმანული სააგენტო Künstlertribuene და ორგანიზაცია Art Development Georgia.

2022 წლის ფესტივალის მხაედამჭერები არიან შვეიცარიული ფირმა dunkelweiss GmbH, ბარისახოს სკოლა, კერძო პირები.

Art-Camp 2021

CORONA-BREAK

Art-Camp 2020

CORONA-BREAK

Art-Camp 2019

ხელოვნების ბანაკი
ვერხვებისა და კარალეთის
დევნილთა დასახლებაში

2019 წლის 23-26 და 29 აგვისტოს ვერხვებისა და კარალეთის დევნილთა დასახლებაში ჩატარდება მესამე საერთაშორისო “ხელოვნების ბანაკი“, ბავშვებისა და მოზარდი ახალგაზრდებისათვის (8 – 18 წლამდე),სადაც  კურსებს ჩაატარებენ საქართველოდან და გერმანიიდან მოწვეული ხელოვანები. კურსების ხანგრძლივობაა ყოველ დღე დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. ზუსტი განრიგი იქნება ცნობილი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 

26 აგვისტოს ზემოთ აღნიშნულ ლტოლვილთა დასახლებებში  ჩატარდება,შემაჯამებელი ივენთი / გამოსვლა. 29 აგვისტოს უფლისციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარედება, საფინალო ივენთი,რომელშიც ყველამონაწილე მიიღებს  მონაწილეობას.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან გერმანული სააგენტო Künstlertribuene და ორგანიზაცია Art Development Georgia.

ფესტივალის მხაედამჭერები არიან ქალაქ ფრაიბურგის (გერმანია) მერია, შვეიცარიული ფირმა dunkelweiss GmbH, გერმანული საზოგადოება Arts Dialogue e.V., გორის მუნიციპალიტეტი, უფლისციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი.

ფესტივალის მსვლელობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე, რომელიც ყოველდღიურად იქნება აქტუალიზირებული.
https://www.facebook.com/kuenstlertribuene/

Art-Camp 2018

ხელოვნების ბანაკი ჭიათურაში

2018 წლის 23-26 აგვისტოს ქალაქ ჭიათურაში, ახალგაზრდულ ცენტრ “ჯეჯილში” ტარდება მეორე საერთაშორისო “ხელოვნების ბანაკი“, ბავშვებისა და მოზარდი ახალგაზრდობისათვის (8 – 18 წლამდე), სადაც საქართველოდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან მოწვეული ხელოვანები ატარებენ კურსებს. კურსების ხანგრძლივობაა ყოველ დღე დილის 10 საათიდან 15 საათამდე. ზუსტი განრიგი იქნება ცნობილი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 26 აგვისტოს ჩატარდება შემაჯამებელი ივენთი / გამოსვლა, რომლშიც მონაწილეობა ყველა მონაწილეს შეუძლია.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან გერმანული სააგენტო Künstlertribuene და ორგანიზაცია Art Development Georgia.

ფესტივალის პარტნიორები არიან შვეიცარიული ფირმა dunkelweiss GmbH და კავშირი ბავშვი და გარემო, ჭაითურის ახალგაზრდული ცენტრი ჯეჯილი.

ფესტივალის მსვლელობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე, რომელიც ყოველდღიურად იქნება აქტუალიზირებული. https://www.facebook.com/kuenstlertribuene/

Art-Camp 2017

ხელოვნების ბანაკი დუშეთში

2017 წლის 29 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ქალაქ დუშეთში ტარდება პირველი საერთაშორისო“ხელოვნების ბანაკი“, ბავშვებისა და მოზარდი ახალგაზდრებისათვის (9 -1 7 წლამდე), სადაც საქართველდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან მოწვეული ხელოვანები ატარებენ კურსებს.

ფესტივალის ორგანიზატორია გერმანული სააგენტო Künstlertribüne ორგანიზაცია Art Development Georgia-თან ერთად, ქალაქ დუშეთისა და ქალაქ ფრაიბურგის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით.
“ხელოვნების ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება 3 სექტემბერს.

ფესტივალის მსვლელობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე, რომელიც ყოველდღიურად იქნება აქტუალიზირებული. https://www.facebook.com/kuenstlertribuene/