ფესტივალი 2022

2022 წელს ფესტივალზე შემოთავაზებული იყო შემდეგი კურსები:

#1 ფოტოხელოვნება

რომლის ხელმძღვანელი იყო კრისტოფ შუმახერი (შვეიცარიიდან)

#2 სამსახიობო ხელოვნება და ბგერის პერფორმანსი

რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ქართველი მსახიობი თამარ მამულაშვილი და მუსიკოსი მაია კობერიძე

მეოთხე საერთაშორისო “ხელოვნების ბანაკი“ 2022 წლის 14 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც ღია ცის ქვეშ ბარისახოს ეკლესიის ეზოში ჩატარდა, ყველა დარეგისტრირებულმა ბავშმა და მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. სამსახიობო და ბგერის პერფორმასის ვორქშოფის მონაწილეებმა კურსის ხელმძღვანელებთან ერთად დამსწრებ საზოგადოებას წარუდგინეს ფესტივალის ფარგლებში მომზადებული “მინი სპექტაკლი“ წითელქუდა.

აგრეთვე გაიმართა ფოტოკურსის მონაწილეების ნამუშევრების ჩვენება, სადაც მონაწილეებმა თავად წარუდგინეს მაყურებელს საკუთარი ნამუშევრები.

ფესტივალი დასრულდა მონაწილეების საპატიო დიპლომების გადაცემით.

ჩვენთვის, ფესტივალის გუნდისთვის, ყოველი “ხელოვნების ბანაკი“ განსაკუთრებული გამოცდილება, დიდი სიხარული და წარმატებაა, რომელიც ძალიან დიდ პოზიტიურ ემოციურ განცდას გვანიჭებს. 2022 წლის ფესტივალი ბარისახოში არ იყო გამონაკლისი. ხევსური ბავშვები და მოზარდი ახალგაზრდები გამოირჩევიან სიყვარულით სავსე დამოკიდებულობით თავიანთი კუთხისა და ბუნების მიმართ, პოეტურობითა და ნიჭით. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ ბავშვების და მოზარდი ახალგაზრდების გაცნობა და მათთან ერთად დაუვიწყარი დღეების გატარება “ხელოვნების ბანაკში“!

ფესტივალის გუნდის სახელით, ყველა მათგანს ვუსურვებ წარმატებას და ბედნიერებას ამ რთულ, მაგრამ ძალიან საინტერესო გზაზე, რომელსაც “ბედნიერი და შემდგარი ცხოვრება“ ჰქვია!

Art-Camp 2021

CORONA-BREAK

Art-Camp 2020

CORONA-BREAK

ფესტივალი 2019

კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელია წერილობით.
კურსები ტარდება შემდეგი სპეციალობებით:

#1 – სამსახიობო ხელოვნება

კურსის მონაწილეები შეძლებენ მათი სამსახიობო ნიჭი გამოსცადონ და პირველი ნაბიჯები გადადგან თეატრის სამყაროში.

ამაში მათ დაეხმარებიან:

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, თარჯიმანი და პედაგოგი ნინო ბურდული.

რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი გრიგოლ ჟორდანია, რომელმაც 2018 წელს ჭიათურაში „ ხელოვნების ბანაკის“ სამსახიობო კურსის ვორქშოფს უხელმძღვანელა.

#2 – ბგერის პერფორმანსი.

კურსის მონაწილეები მოიძიებენ ბგერებს, რომლებიც მათი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. ეს მასალა, კი მათი “კომპოზიციის” საფუძველი იქნება.

ამ პროცესებს წარუძღვება ორი ხელოვანი გერმანიიდან. მევიოლინე მაია კობერიძე – ფრაიბურგის თეატრის ახალგაზრდული განყოფილების პროექტების მენეჯერი. დოროთეა გედეკე, რომელსაც მრავალწლიანი სამსახიობო მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლო წლები მისი მუშაობის თემაა სასცენო და პერფორმანსული ვორქშოფები.

#3 –საუნდ ფეინთინგი

საუნდ ფეინტინგი არის ნიშნების ენა, რომელიც ხელოვნების ყველა სფეროში – მუსიკაში, ცეკვაში, სახვით და სამსახიობო ხელოვნებაში გამოიყენება. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება ნაწარმოების შექმნის პროცესისთვის, რომელიც წინასწარ არ არის დაგეგმილი. ეს ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს “ხელმძღვანელ/დირიჟორ – საუნდფეინთერსა და მონაწილეების შორის.

კურსს უხელმძღვანელებს ალინა ალდაგი. ახალგაზრდა ხელოვანი ფრაიბურგიდან, რომელიც მიეკუთვნება პროფესიონალი საუნდფეინთერების მცირე რიცხვს ამ რეგიონში.

#1 – სამსახიობო ხელოვნება

კურსის მონაწილეები შესძლებენ მათი სამსახიობო ნიჭი გამოსცადონ და პირველი ნაბიჯები გადადგან თეატრის სამყაროში.

ამაში მათ დაეხმარებიან:

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, თარჯიმანი და პედაგოგი ნინო ბურდული.

რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი გრიგოლ ჟორდანია, რომელმაც 2018 წელს ჭიათურაში „ ხელოვნების ბანაკის“ სამსახიობო კურსის ვორქშოფს უხელმძღვანელა.

#2 – ბგერის პერფორმანსი.

კურსის მონაწილეები მოიძიებენ ბგერებს, რომლებიც მათი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. ეს მასალა, კი მათი “კომპოზიციის” საფუძველი იქნება.

ამ პროცესებს წაუძღვება ორი ხელოვანი გერმანიაადან. მევიოლინე მაია კობერიძე – ფრაიბურგის თეატრის ახალგაზრდული განყოფილების პროექტების მენეჯერი და დოროთეა გედეკე, რომელსაც მრავალწლიანი სამსახიობო მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლო წლები მისი მუშაობის თემაა სასცენო და პერფორმაანსული ვორქშოფები.

#3 –საუნდფეინთინგი

საუნდფეინტინგი არის ნიშნების ენა, რომელიც ხელოვნების ყველა სფეროში – მუსიკაში, ცეკვაში, სახვით და სამსახიობო ხელოვნებაში გამოიყენება. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება ნაწარმოების შექმნის პროცესისთვის, რომელიც წინასწარ არ არის დაგეგმილი. ეს ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს “ხელმძღვანელ/დირიჟორ – საუნდფეინთერსა“ და მონაწილეების შორის.

კურსს უხელმძღვანელებს ალინა ალდაგი. ახალგაზრდა ხელოვანი ფრაიბურგიდან, რომელიც მიეკუთვნება პროფესიონალი საუნდფეინთერების მცირე რიცხვს ამ რეგიონში.

ინფორმაცია მონაწილეებისთვის

“ხელოვნების ბანაკში“ შეუძლია დარეგისტრირება ყველა ბავშვსა და მოზარდ-ახალგაზრდას 8-დან 18 წლამდე, ამა თუ იმ სპეციალობის წინასწარი ცოდნის გარეშე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. რეგისტრაციის  ვადაა: 12 აგვისტოდან 22 აგვისტომდე

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. კურსების სრული შევსების შემთვევაში, რეგისტრაცია ვადაზე ადრე შეჩერდება.

ფესტივალი 2018

კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელია წერილობით.
კურსები ტარდება შემდეგი სპეციალობებით:

#1 – სამსახიობო ხელოვნება

მონაწილეთა ასაკი 9-18 წელი

კურსი მისცემს ბავშვებს სამსახიობო ხელოვნების პირველ გამოცდილებას. მონაწილეებს შეეძლებათ გამოცადონ თავისი სამსახიობო ნიჭი და რუსთაველის თეატრის მსახიობ გრიგოლ ჟორდანიასთან ერთად გადადგან პირველი ნაბიჯები თეატრალურ სამყაროში.

#2 – ფოტოგრაფია

მონაწილეთა ასაკი 12-18 წელი

ფოტოგრაფია – შვეიცარიელი ფოტოგრაფი ქროსტოფ შუმახერის ხელმძღვანელობით იმოგზაურებთ “დროში“, რომელიც გაგიმხელთ როგორ ფუნქციონირებს ფოტოკამერა. შექმნილი ციანოტიპის ნიმუში დარჩება მონაწილის მფლობელობაში.

#3 – საუნდფეინტინგი

მონაწილეთა ასაკი 8-18 წელი

Soundpainting არის ჟესტების ენა, რომლიც 1974 წელს ამერიკაში შეიქმნა. დღეისათვის იგი ევროპაშიც დამკვიდრებულია და აქტიურად გამოიყენება ხელოვნების ბევრ სფეროში მაგალითად მუსიკაში, ცეკვაში, თეატრში. კურსის მონაწილეები შეისწავლიან საუნდფეინტინგის საფუძვლებს, რომელიც მისცემს მონაწილეებს ფესტივალზე ერთობლივი “ნაწარმოებების“ შექმნის საშუალებას. კურსის ხელმძღვანელია გერმანიაში მოღვაწე ხელოვანი მაია კობერიძე.

“ხელოვნების ბანაკში“ შეუძლია დარეგისტრირება ყველა ბავშვსა და მოზარდ-ახალგაზრდას 8-დან 18 წლამდე ამა თუ იმ სპეციალობის წინასწარი ცოდნის გარეშე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. რეგისტრაცია დაიწრება 9 ივლისს და დასრულდება 17 აგვისტოს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. კურსების სრული შევსების შემთვევაში, რეგისტრაცია ვადაზე ადრე შეჩერდება.

ფესტივალი 2017

კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელია წერილობით.
კურსები ტარდება შემდეგი სპეციალობებით:

#1 – მოძრაობა

მოძრაობა – თანამედროვე ცეკვისა და პარკურ (parkour)
ელემენტებზე დაფუძნებული კურსი – გერმანელი,
ფრაიბურგსა და კიოლნში მოღვაწე მოცეკვავე და
ქორეოგრაფი სალიმ ბენ მამარის ხელმძღვანელობით.

#2 – რითმიკა

რითმიკა – ლათინური ამერიკული წარმოშობის ინსტრუმენტის კახონის აწყობა და ინსტრუმენტზე დაკვრის კურსი – გერმანიაში მცხოვრები მუსიკოს შაკირ ერტეკის ხელმძღვანელობით. ინსტრუმენტი დარჩება მონაწილის მფლობელობაში.

#3 – პაპმაშე

პაპმაშე – ქაღალდისა და წებოს მეშვეობით ფიგურების დამზადებას უხელმძღვანელებს გერმანიაში მცხოვრები ხელოვანი ვეკა შაყულაშვილი. შექმნილი ფიგურები დარჩება მონაწილის მფლობელობაში.

#4 – ფოტოგრაფია